,,დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა” – ხაზარაძე

164
spot_img

დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა!, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე facebook-ში, თავის გვერდზე წერს.

“დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა!

საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი…

თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა – იმპიჩმენტი ღარიბაშვილს”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, გუშინ “ტვ პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად პრემიერ-მინისტრი გერმანიაში ჩარტერული რეისით გაფრინდა. სიუჟეტში „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი ადასტურებს, რომ მთავრობის მეთაური გერმანიაში საქართველოს მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავით წავიდა.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ დღეს განაცხადა, რომ  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი კომერციული იყო და შესაბამისად, ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.