“დარწმუნებული ვარ, რომ ყარაბაღში სომხური მოსახლეობის ინტეგრაცია აზერბაიჯანის საზოგადოებაში წარმატებულად გაგრძელდება” – ილჰამ ალიევი

282
spot_img

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის პროცესის წარმატებაში დარწმუნებულია. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიურ  რესპუბლიკაში აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ ქალაქ ევლახში გაიმართა ყარაბაღელი სომხების და აზერბაიჯანი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა შეხვედრა. დღეს ხანქენდიში მეორე შეხვედრა იმართება. შედეგების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ მიმიღია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყარაბაღში სომხური მოსახლეობის ინტეგრაცია აზერბაიჯანის საზოგადოებაში წარმატებულად გაგრძელდება“, – განაცხადა ალიევმა.

თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შედეგად რეგიონში სრულფასოვანი ნორმალიზაციის შესაძლებლობა გაჩნდა.

„ჩვენ ველოდებით, რომ სომხეთი გაწვდილ მშვიდობის ხელს უპასუხებს და გადადგამს გულწრფელ ნაბიჯებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

მოლაპარაკებების დროს თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გაამახვილა ყურადღება იგდირი-ნახიჩევანის გაზსადენის პროექტზე.