მიხარია, რომ პირველად მივესალმები სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალ პრემიერსა და მის დელეგაციას, – ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სომხეთის პრემიერმა ირაკლი კობახიძეს პრემიერად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა.
„კიდევ ერთხელ მინდა პირისპირ მივულოცო ბატონ ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევა. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ირაკლი თავისი სერიოზული დამოკიდებულებით თავის წვლილს შეიტანს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში დღეს ჩავიდა.