დღევანდელი დღე იქნება ისტორიული – დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საქართველოს საბოლოო ჯამში, ევროკავშირისკენ, ნატოსკენ წაიყვანს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, განცდა აქვს, რომ „სამშვიდობოს გავალთ“.
„დღევანდელი დღე იქნება ისტორიული დღე ამ ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საქართველოს საბოლოო ჯამში, წაიყვანს ევროკავშირისკენ, ნატოსკენ და 5-6 წელიწადში გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. რაღაცნაირად განცდა მაქვს, რომ სამშვიდობოს გავალთ. მე მივეცი ამას ხმა და მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იგივე არჩევანს გააკეთებს,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.