,,დარეგულირების საფუძველში უნდა იყოს ჩადებული უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა”- ვლადიმერ პუტინი

9
spot_img

უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა უნდა იყოს ჩადებული დარეგულირების საფუძველში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალასკის სამიტის შემდეგ კრემლში თათბირის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ალასკის სამიტი იყო დროული და საკმაოდ სასარგებლო.

„ჩვენ ვისაუბრეთ ურთიერთობების თითქმის ყველა სფეროზე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ უკრაინის კრიზისის სამართლიან საფუძველზე შესაძლო მოგვარებაზე. და, რა თქმა უნდა, გვქონდა შესაძლებლობა, რაც გავაკეთეთ კიდეც, გვესაუბრა ამ კრიზისის გენეზისზე, მიზეზებზე. სწორედ ამ ძირეული მიზეზების აღმოფხვრა უნდა იყოს ჩადებული დარეგულირების საფუძველში“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, ალასკაში გამართული შეხვედრის დროს რუსულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, მშვიდად, დეტალურად წარედგინა თავისი პოზიცია.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოზიციას, რომელიც სამხედრო მოქმედებების სწრაფად დასრულების აუცილებლობას ხედავს. ჩვენც ეს გვსურს და გვსურს ყველა საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე გადასვლა. საუბარი ძალიან გულწრფელი, შინაარსიანი იყო და, ჩემი აზრით, ეს გვაახლოებს საჭირო გადაწყვეტილებებთან“, – თქვა მან.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ანკორიჯში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.