მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბეში მრევლს ქადაგებით ეპისკოპოსმა იაკობმა მიმართა. მან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა.
“ჩვენთან რომ არჩევნებია, კი ვხედავთ, როგორი დამოკიდებულებაა, როგორი დაძაბულია საზოგადოება. დამთავრდება არჩევნები და ყველაფერი, ღვთის შეწევნით, კარგად იქნება, ქართველები გადავწყვეტთ საქართველოს ბედს და არა უცხოელები. ამერიკასა და ევროკავშირშიც არიან ჯგუფები, რომელსაც მიზანი აქვთ, რომ თავიანთი ქვეყნის შიგნით თვითონ მართავდნენ და ყოველ სიკეთესთან თვითონ ჰქონდეთ ხლი და საქართველოში და ნებისმიერ ქვეყანაში სჭირდებათ ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ძალიან იაფი დაუჯდებათ.
ძალიან იაფი უჯდებათ საქართველოს გადაბირება ახლა, არიან პოლიტიკოსები, ძალიან ცოტა უხდიან იმათ, არიან ასევე ზოგიერთი არასამთავრობო, იმათაც უხდიან ფულს და რა დაუჯდებათ, რომ რევოლუცია მოახდინონ? უცხოეთი, იმის მაგივრად რომ გვეხმარებოდეს, რომ ერთმანეთში შუღლი კი არ გავაღვივოთ, არამედ შევამციროთ, პირიქით, უმატებს და უმატებს. მოდის არჩევნები და ახალგაზრდებს ვთხოვ, არ გამოგიყენონ, ბრმა იარაღი ნუ იქნებით სხვების ხელში. უნდა გავერთიანდეთ და ქართველები გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, ვინც არ უნდა ჩაერიოს, გეუბნებით, შეგრცხვებათ მერე,” – აცხადებს მიტროპოლიტი იაკობი (იაკობიშვილი).