დააკავეთ ნიღბიანი ადამიანები, სასწრაფოდ-დონალდ ტრამპი

10
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლოს ანჯელესში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ეხმაურება.

ტრამპი სამართალდამცველებს ნიღბიანი მომიტინგეების დაკავებისკენ მოუწოდებს.

„დააკავეთ ნიღბიანი ადამიანები, სასწრაფოდ“, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, საიმიგრაციო სამსახურის ფედერალურ აგენტებსა და დემონსტრანტებს შორის კალიფორნიაში შეტაკებები მიმდინარეობს. არეულობა საიმიგრაციო სამსახურის მიერ უსაბუთო მიგრანტების წინააღმდეგ რეიდების ჩატარებას მოჰყვა. შეტაკებები ქალაქ ლოს ანჯელესში, ასევე მიმდებარე დასახლებებში – პარამაუნტსა და კომპტონში მოხდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“, ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი აირი და რეზინის ხელკეტები. ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებულია 118 ადამიანი. ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების გამო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, დონალდ ტრამპმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრის განთავსების განკარგულება გასცა.

დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა ეროვნულ გვარდიას ლოს ანჯელესში შესრულებული სამუშაოსთვის და განაცხადა, რომ „რადიკალი მემარცხენეების პროტესტები არ იქნება შეწყნარებული“. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებზე ნიღბების გამოყენება აიკრძალება.