საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, კობა ფარტენაძეს დღეს დილით უცნობი პირი თავს დაესხა. შემთხვევა აჭარის რადიოსთან მოხდა.