
ჩვენთვის ეუთო არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ოკუპაციის საკითხის დაყენება ხდება ხოლმე, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თბილისში ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს ვიზიტს.
„ჩვენთვის ეუთო არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ოკუპაციის საკითხის დაყენება ხდება ხოლმე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, როდესაც საუბარი შეეხება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.