“ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ში გაწევრიანება”-ვიქტორ დოლიძე

28
spot_img

ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ში გაწევრიანება, საქართველოს უკვე აქვს ყველა არსებითი ინსტრუმენტი ალიანსში წევრობისთვის, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

ვიქტორ დოლიძის თქმით, ეს არაერთხელ უთქვამთ უმაღლესი დონის შეხვედრებზე.

„მოგეხსენებათ, ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ში გაწევრიანება, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუმცა რა ფორმატით მოხდება, როგორ მოხდება, ეს იქნება MAP-ი, თუ MAP-ის გარეშე, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. საქართველოს უკვე აქვს ყველა არსებითი ინსტრუმენტი ნატო-ში წევრობისთვის. ეს არაერთხელ თქმულა უმაღლესი დონის შეხვედრებზე და, მგონი, როგორც ნატო-ელები, ასევე ქართველები ამასთან დაკავშირებით ვყალიბდებით.

რაც შეეხება ვაშინგტონის სამიტს, მომავალი წელი გვაქვს ძალიან ამბიციური, რეალისტური და საქართველოსთვის კანდიდატობის მიცემა გზას უხსნის როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელსა და თბილისში შედგება უმაღლესი დონის დელეგაციების ვიზიტები და არა მხოლოდ პრაქტიკულად, შინაარსობრივად იქნება გამართული ჩვენი თანამშრომლობის მექანიზმები, წინ გადადგმული ნაბიჯები გვექნება როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს მხრივ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.