
ჩვენი მიზანია ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგი, ვაგრძელებთ ერთად აქტიურ მუშაობას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბერსემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ საუბრისას აღნიშნა, შეხვედრის მიზანი კავშირების გაუმჯობესება იყო.
„შედგა ჩვენს შორის კიდევ ერთი შეხვედრა. შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი. ჩვენი და ევროპის საბჭოს როლი არამხოლოდ კავშირზე ყოფნა, არამედ ამ კავშირების გაუმჯობესებაა. სწორედ ეს იყო ამ შეხვედრის მიზანი. ჩვენი მიზანია ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგი, ვაგრძელებთ ერთად აქტიურ მუშაობას“, – აღნიშნა ბერსემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში შეხვედნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, „ალენ ბერსესთან შეხვედრისას დავადასტურეთ მზადყოფნა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გავაგრძელოთ აქტიური დიალოგია“.