
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები უკვე მიემგზავრებიან რუსეთში, რათა განიხილონ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი.
„ჩვენი ხალხი ახლა რუსეთში მიემგზავრება. ახლა გადაწყვეტილება რუსეთმა უნდა მიიღოს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.