ჩვენი ისტორია, კულტურა, იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე, იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული – პრემიერი

23
spot_img

ჩვენ ვართ ევროპული ერი. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული.

„დღეს დასავლეთი დგას გზაჯვარედინზე, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ცივილიზაციური დასავლეთიც, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ და დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენ აქ იმისათვის შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ჩვენი იდენტობა და ღვთისგან მონიჭებული უფლება ვიყოთ ის, ვინც ვართ. ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი — ჭეშმარიტი დასავლეთის, თავისუფლების, რწმენისა და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის და არა იმ Deep State-ის, რომელიც ცდილობს, მსოფლიო არაფრად აქციოს და თავი ყველაფრის მმართველად ჩათვალოს. ჭეშმარიტი, ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლეთი, ჩვენი დასავლეთი, ჯერ კიდევ ცოცხალია. ის ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი და ის ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში მთელს ევროპაში და მის მიღმაც, ყველას გულში ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია.
ჩვენ ვართ ევროპული ერი. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე. იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული. ჩვენ გვწამს ერებისგან შემდგარი ევროპის, თავისი ძლიერი იდენტობით და სიამაყით ვდგავართ მათ გვერდით, უნგრეთში და მის მიღმაც, ვინც ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პატრიოტიზმი არის ღირსება და არა ცოდვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.