ჩვენი გეგმებით, აღნიშნული პროექტი დაიწყება უახლოეს პერიოდში. თანხები გათვალისწინებული იქნება 2025 წლის ბიუჯეტში. დაახლოებით 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას ახალ კორპუსებში, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, გარდა ახალი მშენებლობებისა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, პირველ ეტაპზე აშენებული ბინების სამხედრო მოსამსახურეებისთვის გადაფორმება-დამტკიცების თაობაზე.
„ხაზგასასმელია, რომ დღეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დაიწყო ბოლო სამართლებრივი ეტაპი, რომელიც გულისხმობს პირველი ეტაპის ფარგლებში აშენებული ბინების ჩვენი სამხედროებისთვის უკვე სამართლებრივად დამტკიცება-დაკანონების პროცედურებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა, მთავრობის მეთაურის განცხადებით ამისათვის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები მომავალი წლიდანაც იქნება გათვალისწინებული. შემდეგი ეტაპის გეგმის მომზადება თავდაცვის მინისტრს დაევალა.