![კაია კალასი](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/kaia-kalasi.jpg)
ჩვენ ზურგს უკან ნებისმიერი გარიგება არ იმუშავებს, უკრაინა გააგრძელებს წინააღმდეგობას და ევროპა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი შეთანხების შესრულებას სჭირდება უკრაინისა და ევროპის მონაწილეობა.
„ნათელია, რომ ჩვენს ზურგს უკან ნებისმიერი გარიგება არ იმუშავებს, ნებისმიერ შეთანხმებას ასევე სჭირდება უკრაინისა და ევროპის მონაწილეობა. ცხადია, რომ დამშვიდება ასევე ყოველთვის წარუმატებელია. ასე რომ, უკრაინა გააგრძელებს წინააღმდეგობას და ევროპა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. თქვენ გჭირდებათ ევროპა და უკრაინა ამ შეთანხმების შესასრულებლად. ასე რომ, მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენ გარეშე, თქვენ შეიძლება შეთანხმდეთ რაზეც გინდათ, თუმცა ეს უბრალოდ წარუმატებელი იქნება შესრულების გარეშე. ნებისმიერი სწრაფი მოგვარება არის ბინძური გარიგება, რომელიც წარსულში გვინახავს, როდესაც ვსაუბრობთ, მაგალითად მინსკის შეთანხმებებზე და ეს უბრალოდ არ იმუშავებს“, – აღნიშნა კაია კალასმა.