,,ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინის მიერ წარდგენილ რეზოლუციას – გვჭირდება რეზოლუცია, რომელიც ორიენტირებულია ერთ მარტივ იდეაზე”- გაეროში აშშ-ის ელჩი

5
spot_img

ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინის მიერ წარდგენილ რეზოლუციას, – განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩმა, დოროტი შიმ.

„აშშ ეწინააღმდეგებოდა კიდევ ერთი რეზოლუციის წარდგენას და ამიტომაც ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინის რეზოლუციას და მოვუწოდებთ მისი გაწვევისკენ ძლიერი განცხადების სასარგებლოდ, რომელიც გვავალდებულებს დავასრულოთ ომი და ვიმუშაოთ გრძელვადიან მშვიდობაზე“, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

„რაც ჩვენ გვჭირდება არის რეზოლუცია, რომელიც აღნიშნავს გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს ვალდებულებას, დაასრულოს ომი. აშშ-ის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას და შემდგომ მოუწოდებს გრძელვადიანი მშვიდობისკენ უკრაინასა და რუსეთს შორის. ეს არის ის, რაც ახლა საჭიროა და მოვუწოდებთ ყველა წევრ სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინასა და რუსეთს, შემოგვიერთდნენ ამ ძალისხმევაში. უბრალო ისტორიული განცხადება გენერალური ასამბლეიდან, რომელიც წინ იყურება და არა უკან, რეზოლუცია, რომელიც ორიენტირებულია ერთ მარტივ იდეაზე – ომის დასრულება. მშვიდობის გზა შესაძლებელია“, – დასძინა მან.