“ჩვენ ვართ თანმიმდევრულები დელეგიტიმაციის პროცესში, ჩვენ ვთქვით უარი საპარლამენტო მანდატებზე და ყველა იმ სიკეთეზე, რომელიც განისაზღვრება არჩევნების შედეგების თანახმად” – ნიკა მელია

13
spot_img

გაურკვევლობაა ოპოზიციაში. მიზეზი სახელმწიფო დაფინანსებაა, რომელიც, არჩევნების შედეგების მიხედვით, 7-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ და, მათ შორის, 4-მა ბარიერგადალახულმა სუბიექტმა მოიპოვა.

დაფინანსებაზე უარს ამბობს მხოლოდ ერთი, “კოალიცია ცვლილებისთვის”, სადაც შეკითხვები ოპოზიციური პარტიებთან აქვთ.

გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს “ძლიერი საქართველო”, ექსპრეზიდენტისა და ექსპრემიერის პარტიები. სახელისუფლებო გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია არათანმიმდევრულია, საბიუჯეტო თანხის აღებით კი არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას აღიარებს.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ მათი კოალიცია დელეგიტიმაციის პროცესში თანმიმდევრულია და არჩევნების ჩანიშვნის შემდეგ, ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ უფრო სწორ პოზიციაზე იყო.

“ჩვენ ვართ თანმიმდევრულები დელეგიტიმაციის პროცესში. “კოალიცია ცვლილებები” ვარ თანმიმდევრულები. ჩვენ ვთქვით უარი საპარლამენტო მანდატებზე და ყველა იმ სიკეთეზე, რომელიც განისაზღვრება არჩევნების შედეგების თანახმად. შესაბამისად, ვთქვით უარი დაფინანსებაზე, ცესკოში წარმომადგენლის წარდგენაზე. არ არის აუცილებელი გვქონდეს ერთი პოზიცია. არჩევნები ჩაინიშნება ამ ქვეყანაში და ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ იყო უფრო სწორ პოზიციაზე”, – განაცხადა ნიკა მელია.