ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ დიპლომატიის საფუძვლებს და აღმოვფხვრათ ჩვენი ყურადღება იმ პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებზე, რომელიც განხეთქილებას იწვევს ქვეყნის შიგნით და უკიდურესად არაპოპულარულია ქვეყნის გარეთ, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
„თითოეული დოლარი, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ, თითოეული პროგრამა, რომელსაც ვაფინანსებთ და პოლიტიკა, რომელსაც ვატარებთ, უნდა იყოს გამართლებული სამ მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემით: ხდის თუ არა ეს ამერიკას უფრო უსაფრთხოს? აძლიერებს თუ არა ეს ამერიკას? ხდის თუ არა ეს ამერიკას უფრო აყვავებულს? ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წაწევისთვის ჩვენ ავაშენებთ უფრო ინოვაციურ, მოქნილ და ფოკუსირებულ სახელმწიფო დეპარტამენტს. ეს მოითხოვს ზოგიერთი პრიორიტეტის შეცვლას და ზოგიერთი პრაქტიკის აღმოფხვრას“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, აშშ-მა უნდა შეაჩეროს მასობრივი მიგრაცია და დაიცვას თავისი საზღვრები.
„სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ განახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც ხელს შეუწყობს ან წაახალისებს მასობრივ მიგრაციას“, – განაცხადა მან.
„ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ დიპლომატიის საფუძვლებს და აღმოვფხვრათ ჩვენი ყურადღება იმ პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებზე, რომელიც განხეთქილებას იწვევს ქვეყნის შიგნით და უკიდურესად არაპოპულარულია ქვეყნის გარეთ. ეს საშუალებას მოგვცემს გავატაროთ პრაგმატული საგარეო პოლიტიკა სხვა ერებთან თანამშრომლობით ჩვენი ძირითადი ეროვნული ინტერესების წინ წასაწევად“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მარკო რუბიომ ასევე ხაზი გაუსვა ცენზურისა და ინფორმაციის ჩახშობის დასრულების მნიშვნელობას.