საფრანგეთის ქალაქების მერებთან შეხვედრის დროს ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კრიზისის შემთხვევაში, არ გამორიცხავს სოციალური ქსელების გათიშვას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV ავრცელებს.
„ჩვენ უნდა დავფიქრდეთ სოციალური ქსელების გამოყენებაზე ახალგაზრდებში. […] იმ აკრძალვებზე, რომელიც უნდა დავაყენოთ. […] შეიძლება საჭირო გახდეს რეგულირება ან გათიშვა. თუმცა, მიხარია, რომ ამის გაკეთება არ მოგვიწია“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
„მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის დებატები, რომელიც ჩვენ უნდა გვქონდეს, ცივი გონებით. იმიტომ, რომ როდესაც ის ხდება შეკრების ან [ვინმეს] მოკვლის მცდელობის ინსტრუმენტად, ეს რეალური თემაა“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა ქვეყანაში განვითარებული არეულობების თემაზე საუბრისას.