“თვალს ვადევნებთ ცეცხლმოკიდებული პარლამენტით სვლას ევროპისკენ, ხომ? ეს, რა თქმა უნდა, არის დიდი აბსურდი. ჩვენ თვალწინ არის სახელმწიფო გადატრიალება, მორიგი მცდელობა, რომელიც დაგეგმილია ქვეყნის გარეთ და ამის აღსრულება დავალებული აქვს, აღსრულებას ცდილობს ქვეყანაში მოქმედი აგენტურული ქსელი”, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში საუბრისას „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა
„თითოეული დაშავებული მოქალაქე, თითოეული დაშავებული პოლიციელი, თითოეული დაშავებული ჟურნალისტი არის მის [პაველ ჰერჩინსკის] კისერზე. მისნაირი პოლიტიკური ფარისევლების, მისნაირი დამნაშავეების კისერზეა ის მასობრივი არეულობები, რასაც ჩვენ თბილისის ქუჩებში უკვე მესამე დღეა თვალს ვადევნებთ და სახელმწიფოს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, მას აქვს სრული ლეგიტიმაცია, რომელიც სულ ერთი თვის წინ მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მიანიჭა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დაამყაროს წესრიგი და არ დაუშვას საქართველოს უკრაინიზაცია. ასეთი კადრებით, ასეთი ცეცხლით მივიდა უკრაინა იმ შედეგამდე, რა შედეგსაც დღეს თვალს ვადევნებთ“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.