
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელს, ხოლო ირანზე განხორციელებულ დარტყმებს „ძალიან წარმატებული თავდასხმა“ უწოდა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ისრაელს, ცხადია და მხარს ვუჭერდით ისე, როგორც არავის არასდროს დაუჭერია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ირანს უნდა მოესმინა ჩემთვის, როცა ვთქვი – იცით, მე მივეცი მათ, არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ მე მივეცი მათ 60-დღიანი გაფრთხილება და დღეს 61-ე დღეა“, – განაცხადა მან.