ჩვენ მოვიგერიეთ, დავბლოკეთ, ერთად გავიმარჯვებთ -ბენიამინ ნეთანიაჰუ

56
spot_img

ჩვენ მოვიგერიეთ, დავბლოკეთ, ერთად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „ტვიტერზე“ წერს.

ეს ირანის თავდასხმის შემდეგ ნეთანიაჰუს პირველი საჯარო კომენტარია.

ნეთანიაჰუმ შეტყობინება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ომის კაბინეტის მინისტრთან, ბენი განცთან და ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან შეხვედრა გამართა, სადაც მიმდინარე სიტუაცია შეაფასეს.

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და „საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს.“