ჩვენ მივესალმებით არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ღია, ჯანსაღ და საჯარო ურთიერთობებს – მათიკაშვილი აშშ-ის ელჩს

9
spot_img

ჩვენ მივესალმებით არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ღია, ჯანსაღ და საჯარო ურთიერთობებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აშშ-ის ელჩის ინტერვიუს.

მისი თქმით, ის რაც შეერთებული შტატებისთვის და ევროკავშირისთვის არის კარგი და პოზიტიური, საქართველოსთვის არ შეიძლება იყოს ცუდი.

„ის რაც შეერთებული შტატებისთვის და ევროკავშირისთვის არის კარგი და პოზიტიური, საქართველოსთვის არ შეიძლება იყოს ცუდი. ჩინეთთან არსებული მზარდი ეკონომიკური ურთიერთობა თუ კი აშშ-ისთვის და ევროკავშირისთვის კარგია, საქართველოსთვისაც კარგია და ის არ შეიძლება იყოს ნეგატიური.

შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ღია, ჯანსაღ და საჯარო ურთიერთობებს. იგივე შეიძლება ითქვას გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც. თუ აშშ-ში და ევროკავშირში კარგია „გამჭვირვალობის კანონი“ ის არ შეიძლება იყოს ცუდი საქართველოში“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.