ჩვენ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული“ პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა უისკონსინის შტატში გამართულ მხარდამჭერ მიტინგზე.
„ჯო ბაიდენის მიღწევების მემკვიდრეობა მთელი მისი კარიერისა და ბოლო 3.5 წლის განმავლობაში ისტორიაში შეუდარებელია“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
„რა ქვეყანაში გვსურს ცხოვრება? გვინდა ვიცხოვროთ თავისუფლების, თანაგრძნობისა და კანონის უზენაესობის ქვეყანაში, თუ ქაოსის, შიშისა და სიძულვილის ქვეყანაში? ძალაუფლება ხალხის ხელშია. თითოეულ ჩვენგანს აქვს ამ კითხვაზე პასუხის გაცემის ძალა“, – დასძინა მან.