
კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანა იქნება ლიდერი კოსმოსის ათვისებაში და მომავალში აღმართავს ამერიკულ დროშას „წითელ პლანეტაზე“ და ასევე მის ფარგლებს გარეთ.
„ჩვენ დავიპყრობთ მეცნიერების უსაზღვრო ჰორიზონტებს, წინ გავუძღვებით კაცობრიობას კოსმოსში, აღვმართავთ ამერიკულ დროშას მარსზე და მის ფარგლებს გარეთაც“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია აპირებს გააძლიეროს შეერთებული შტატების პოზიციები, როგორც წამყვანი კოსმოსური ძალა.