ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებული ნაგვით სავსე ბუშტი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

16
spot_img

ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებული ნაგვით სავსე ბუშტი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური რეაგირების ჯგუფებმა ტერიტორია შეამოწმეს და დაადგინეს, რომ ბუშტი საფრთხეს არ წარმოადგენს.

ცნობისთვის, მაისის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის მიმართულებით ნაგვით სავსე ათასობით ბუშტი გაუშვა.