
ჩვენ ჩინეთთან ვსაუბრობთ, მაგრამ ქარხნები მთელ ჩინეთში იხურება, რადგან ჩვენ მათ პროდუქციას არ ვიღებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ს არ სურს ჩინეთის პროდუქტი, ვიდრე პეკინი ვაშინგტონის მიმართ სამართლიანი არ იქნება.
„ეს მოიცავს ინტელექტუალურ საკუთრებას და სხვა საკითხებს. არსებობს ბევრი რამ, რაც უბრალოდ ყიდვა-გაყიდვას სცილდება. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება. მინდა, რომ ჩინეთმა კარგად იმუშაოს. მინდა, რომ ყველა ქვეყანამ კარგად იმუშაოს, მაგრამ ისინი სამართლიანად უნდა მოგვექცნენ. ჩინეთი ამჟამად ძალიან ცუდადაა აშშ-სთან სავაჭრო ომში. ახლახან ვნახე რამდენიმე მოხსენება და არ მინდა, რომ ეს ჩინეთს დაემართოს – პრეზიდენტი ძალიან მომწონს. პრეზიდენტო სი, არ მინდა, რომ ეს მოხდეს. სინამდვილეში, ამის გაგონებაზე გული დამწყდა. მაგრამ ჩინეთში ისინი აბსოლუტურად დაზარალდნენ. ისინი აგზავნიან გემებს, მსოფლიოში უდიდეს გემებს, რომლებსაც ტვირთი გადააქვთ, როგორიც აქამდე არავის უნახავს. ესენი არიან მსოფლიოში ყველაზე დიდი გემები, მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო გემები. ისინი მოდიან და წყნარ ოკეანეში უკან ბრუნდებიან, რადგან მათ საქონელი არ სურთ. 145 პროცენტიანი ტარიფის გამო. მაგრამ გარკვეულ მომენტში, იმედი მაქვს, რომ ჩინეთთან შეთანხმებას დავდებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.