,,ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება თუ უნდა ევროპას, ამერიკას და ყველა ქვეყანას, ჩვენ რატომ არ უნდა გვინდოდეს?”- პაატა კვიჟინაძე

21
spot_img

ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება თუ უნდა ევროპას, ამერიკას და ყველა ქვეყანას, ჩვენ რატომ არ უნდა გვინდოდეს? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

„ჩინეთი გლობალური მოთამაშეა, ჩინეთის ეკონომიკა უფრო დიდია, ვიდრე ევროკავშირის, როგორც არ უნდა დავთვალოთ. ამერიკის შემდეგ ჩინეთი მეორე ადგილზეა, თუ ნომინალში დავთვლით და თუ პარიტეტულ საწყისებზე დავთვლით, პირველ ადგილზეა, ამერიკას უსწრებს გამოშვებული პროდუქციის მიხედვით. ამიტომ ასეთ დიდ ქვეყანასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება რატომ არ უნდა გვინდოდეს? თუ ეს უნდა ევროპას, ამერიკას და ყველა ქვეყანას, ჩვენ რატომ არ უნდა გვინდოდეს?“ – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.