ჩინეთთან ომი არ არის გარდაუვალი, არც ის, რისი თავიდან აცილებაც არ შეიძლება – ლოიდ ოსტინი

23
spot_img

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჩინეთთან ომი არც გარდაუვალია და არც ის, რისი თავიდან აცილებაც შეუძლებელია, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბულობის სწრაფი ესკალაციის მიუხედავად.

მისი თქმით, მას და მის ჩინელ კოლეგას შორის განახლებული დიალოგი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ “არასწორი გათვლების და გაუგებრობების” თავიდან აცილება მოხდეს.

„სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, შეგვიძლია გამოვავლინოთ ის საკითხები, რომლებიც პრობლემურია და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავაყენეთ სამაგრები, რათა არ მოხდეს მცდარი აღქმა და არასწორი გათვლები. ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ, მაშინ შეგიძლია, თუ ლაპარაკობ“, – აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, ვაშინგტონი გააგრძელებს იმის უზრუნველყოფას, რომ რეგიონში ერების უფლებების დაცული იყოს და მათ თავიანთ ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებზე წვდომა ჰქონდეთ.

”ჩემი აზრით, ჩინეთთან ომი არ არის გარდაუვალი, ან ის, რისი თავიდან აცილებაც არ შეიძლება. დიდი ძალაუფლების მქონე ქვეყნების ლიდერებმა უნდა გააგრძელონ ერთად მუშაობა, რათა შევამციროთ არასწორი გათვლები და გაუგებრობები. ყოველი საუბარი არ იქნება ბედნიერი დიალოგი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ერთმანეთთან საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების მხარდაჭერა მათი ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ლოიდმა.