ჩინეთი ტიკტოკის მიყიდვას ილონ მასკისთვის გეგმავს, რათა ამერიკაში მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცეს -The Guardian

24
spot_img

ჩინელი მაღალჩინოსნები ტიკტოკის ამერიკული ოპერაციების კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლისთვის, ილონ მასკისთვის მიყიდვის იდეას განიხილავენ.

ინფორმაციას ბრიტანული The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პეკინში ამ გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიდეოპლატფორმის აკრძალვის თავიდან აცილება ვერ მოხერხდება.

ერთ-ერთი სცენარის თანახმად, ტიკტოკის ამერიკულ ოპერაციებზე კონტროლს მასკის სოციალური პლატფორმა X-ი აიღებს.

ცნობისთვის, 2024 წლის აპრილში აშშ-ში მიიღეს კანონი, რომელიც ამერიკაში ტიკტოკის მფლობელ კომპანია ByteDance-ს წილების გაყიდვას აიძულებს. ამერიკის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კომპანია ByteDance-ი ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებს ჩინეთის ხელისუფლებას გადასცემს, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.