ჩინეთი და ევროკავშირი ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესების გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ – „როიტერი“

9
spot_img

ჩინეთი და ევროკავშირი ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესების გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

როგორც ჩინეთში მყოფმა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, მას ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჩინეთთან ტარიფების საკითხზე კონკრეტული მოლაპარაკებები გაიმართება.

მანამდე, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში განაცხადეს, რომ უწყების ხელმძღვანელი ვან ვენტაო და ვალდის დომბროვსკისი შეთანხმდნენ კონსულტაციების დაწყებაზე ჩინური ელექტრომობილებთან დაკავშირებით ევროკავშირის ანტისუბსიდურ გამოძიებაზე.

ჰაბეკის თქმით, ეს არის სიახლე და მოულოდნელი, რადგან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოლაპარაკებების განრიგის შეთანხმება შეუძლებელი იყო.

„ჯერ შორს ვართ დასასრულიდან, თუმცა, სულ მცირე, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც აქამდე შეუძლებელი იყო“, – განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.

ევროკავშირი 4 ივლისიდან ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე დროებით, 38,1%-მდე ტარიფს აწესებს. ევროკავშირის გამოძიება სუბსიდირებასთან დაკავშირებით ნოემბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ამოქმედდება საბოლოო ტარიფები. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ჩინეთის ელექტრომობილების მწარმოებლების სუბსიდირება საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მწარმოებლებ