ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია! – როცა მე მორალს შოლცი წამიკითხავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა! ღირსება არ გააჩნია! მეორე, საფრანგეთის ის რომ არის – მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა, გამოდიხარ და ამ უძველესი ცივილიზაციის და კულტურის ქვეყანას ეუბნები, ევროპული ღირებულებებისგან გადაუხვიეთო! – ეს განცხადება გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მისამართით მმართველი პარტიის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
ზარქუას აზრით, ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი.
მისივე თქმით, მალე ორმაგ სტანდარტს აშშ-ც ეტყვის უარს.
“ჩვენთვის პრობლემას კრიტიკული განცხადებები არ წარმოადგენს. ჩვენ ვითხოვთ, კრიტიკა იყოს ობიექტური, სამართლიანი და კონკრეტულ არგუმენტებზე დამყარებული.
მომიწოდებ და მეუბნები, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ მივიღო, რადგან ეს კანონი არის რუსული, ეს უსამართლობაა.
როდესაც საფრანგეთის პირველი და მეორე პალატა გაცილებით მკაცრ კანონს იღებ, ამაზე შენ ხმას არ იღებ, ისევე როგორც მსგავს კანონს იღებს ესპანეთი, კანადა, თურქეთი და ხმას არ იღებენ, ეს ორმაგი სტანდარტია და მიუღებელია.
ამ ორ სტანდარტს მათ შორის ამერიკელი ხალხი ეტყვის უარს.
ცენტრალურ ევროპაში მოსახლეობამ უკვე უარი უთხრა – ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია. როცა მორალს მე შოლცი წამიკითხავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში, პარტიაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა. ღირსება არ გააჩნია!
მეორე, საფრანგეთის ის რომ არის – მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა, საკუთარმა მოსახლეობამ უარი გითხრა და რომ გამოდიხარ და ამ უძველესი ცივილიზაციის, კულტურის ქვეყანასა და ერს ეუბნები, ევროპული ღირებულებებისგან გადაუხვიეთო… არასწორ რელსებზე ხართო…. ორი მოსმენით საკუთარი ქვეყნის პარლამენტმა მიიღო – შეიძლება მაკრონსაც უმალავენ ამ თემას?! რატომ არ დაგმე?! რატომ არის იქ გამჭვირვალობა მისაღები და ჩვენთან მიუღებელი?! შეგიძლია ახსნა? – საკუთარ ხალხს ვერ აუხსენი, როცა არჩევნები წააგე და ჩვენ რას აგვიხსნი!
უსამართლობას არ გავუტარებთ, ვინც არ უნდა იყოს და რა ლიდერიც არ უნდა იყოს.
ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, კულტურას, ჩემს მიდგომებს არასწორად შეეხება …. ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების მატარებლები და ერთ-ერთი დამფუძნებლებიც. ჩვენ ვიცავდით ქრისტიანობას, რომელიც არის საწყისი და ყოვლის მომცველი ღირებულებები, რითაც თქვენ დღეს ამაყობთ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.