ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას უკრაინული მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობილია, რომ პატრიარქი კირილი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც ჩეხეთმა სანქციების სიაში შეიტანა.
გადაწყვეტილების დასაბუთებაში ნათქვამია, რომ კირილი პუტინის დიდი ხნის მოკავშირეა და თავისი ქმედებებით უკრაინაში რუსეთის აგრესიას მხარს აქტიურად უჭერს.
„ის [კირილი] ისტორიული და რელიგიური თვალსაზრისით უკრაინის ტერიტორიას რუსეთის შემადგენლობაში თვლის. ამიტომ ყველას, ვინც რუსეთისა და უკრაინის ერთიანობის წინააღმდეგ იბრძვის, „ბოროტების ძალებს“ უწოდებს. მაშასადამე, პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ უკრაინაში აგრესია არის „მეტაფიზიკური განზომილების ბრძოლა“ „უკრაინის სულიერი წმენდისა“ და „კაცობრიობის გადარჩენისთვის“. ასევე, პატრიარქმა კირილმა არაერთხელ დალოცა რუსი ჯარისკაცები და ის მხარს უჭერს მათ ქმედებებს – არწმუნებს, რომ სწორი მიმართულებით მიდიან“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.