ბულგარეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

5
spot_img

საქართველოს ელჩი ბულგარეთში თანამდებობიდან გადადგა – ოთარ ბერძენიშვილმა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა და დაწერა, რომ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება ოფიციალურად დაწერა. “ამ საჯარო განცხადებით, მე ვაცხადებ რომ, ოფიციალურად წარვადგინე განცხადება ბულგარეთში საქართველოს ელჩობის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ჩემი ხანგრძლივი დიპლომატიური საქმიანობის განმავლობაში (ორ დეკადაზე მეტი) მე ჩემს კოლეგებთან ერთად აქტიურად ვცდილობდი საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინ წაყვანასა და ძლიერი და სანდო სტრატეგიული პარტნიორობის შენებას ჩვენს მეგობრებთან, განსაკუთრებით კი ამერიკასთან. ჩვენი დაუღალავ ძალისხმევას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოეცალოს საფუძველი” – წერს ბერძენიშვილი.