ბრაზილიის უზენაეს სასამართლოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა

9
spot_img

ბრაზილიის ცენტრში, უზენაეს სასამართლოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რომელიც შენობაში შეღწევას ცდილობდა, – იუწყება BBC.

პირველი აფეთქება განხორციელდა ავტოსადგომზე მანქანის საბარგულში, მეორე აფეთქების ხმა 20 წამის შემდეგ გაისმა. სამართალდამცავებმა უზენაესი სასამართლოს თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელეს.

მოედანზე უზენაესი სასამართლოს წინ მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ადგილობრივი სამართალდამცავები იუწყებიან, რომ მამაკაცი შენობაში შეღწევას ცდილობდა.

„ეს მოქალაქე მიუახლოვდა ფედერალურ უზენაეს სასამართლოს, ეცადა შეეღწია შენობაში, თუმცა ვერ მოახერხა და შესასვლელთან მოხდა აფეთქება. ჩვენ განვიხილავთ მომხდარს, როგორც თვითმკვლელობის ფაქტს, რადგან მსხვერპლი მხოლოდ ერთია, თუმცა გამოძიება დაადგენს ასე იყო თუ არა ეს“, – განაცხადა ბრაზილიის გუბერნატორმა სელინა ლეაომ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქება ავტოსადგომზე ამ მამაკაცის მიერ იყო მოწყობილი. ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო ავტომობილზე, რომელიც მას ეკუთვნოდა.

გენერალურმა პროკურორმა ხორხე მესიასმა დაგმო თავდასხმა ბრაზილიის უზენაეს სასამართლოზე და დადო პირობა, რომ ეს ფაქტი ბოლომდე იქნება გამოძიებული.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა დგას ამ თავდასხმების უკან და რაც შეიძლება მალე უნდა აღვადგინოთ მშვიდობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა მესიასმა.

უზენაესი სასამართლო მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში, ეროვნულ კონგრესთან და ბრაზილიის პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენციასთან ახლოს.