საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
„საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რაც ძირს უთხრის ადამიანის ძირითად უფლებებს და აძლიერებს დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას. მოვუწოდებ საქართველოს, გააუქმოს კანონი, რომელიც უფრო მეტად აშორებს ქვეყანას ევროკავშირის გზას“, – დაწერა ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში.
84 მომხრე, 0 – წინააღმდეგი, პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტთან ერთად, მესამე მოსმენით მიიღო.