“ბოლო 6 თვე, თითქმის ერთი წელიწადია სალომე ზურაბიშვილი გადასულია რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე” – გივი მიქანაძე

20
spot_img

სალომე ზურაბიშვილი არანაირი ნეიტრალიტეტის კონტექსტში არ ჯდება. ბოლო 6 თვე, თითქმის ერთი წელიწადია ის გადასულია რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ჩვენთვის ეს ადამიანი, ფაქტობრივად, არ არის პრეზიდენტი, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ ის ცნო კონსტიტუციის უხეშ დამრღვევად. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს უკვე გახდა რეალობა: სალომე ზურაბიშვილი არანაირი ნეიტრალიტეტის კონტექსტში არ ჯდება. ის ბოლო 6 თვე, თითქმის ერთი წელიწადია გადასული არის რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ზურაბიშვილი გადადგება და ერთ-ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას მიეკედლება, რითაც შეეცდება, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს ეს არის რაღაც სხვა ძალა და არა „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენი შეფასებები ამ ადამიანის კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით არ შეცვლილა“, – აღნიშნა მიქანაძემ.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრეზიდენტს ელოდებიან. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება.