„ბოკუს“ ეტყობა, ესირცხვილება, რომ კეზერაშვილთან ჩავიდა. არადა, ის იბარებს და ეუბნება, როგორც გეტყვით, ისე იქნება. თან ფული უნდათ „მისტერ ოფშორისგან“ და თან მალავენ, ისევე, როგორც „ნაცებს“ მიშას პარტია უნდათ, მაგრამ სახელი ესირცხვილებათ, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ თინა ბოკუჩავაზე საუბრისას განაცხადა.
იგი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ლარნაკაში, დავით კეზერაშვილთან შესაძლო ვიზიტის საკითხს გამოეხმაურა.
„ბრენდი, რაც იყო „ნაცმოძრაობა“, გადაარქვეს სახელი და რატომ გიკვირთ, რომ უკვე ესირცხვილებათ, კეზერასთან რომ ჩადიან. „მისტერ ოფშორი“ დაარქვეს თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა, რადგან ევროპელებს ძარცვავდა. ჩვენ რომ გაგვძარცვა, თავდაცვის უწყება რომ გაძარცვა და ჩვენი მეომარი ბიჭები, ეს დამტკიცებულია და მისჯილი აქვს, მაგრამ თქვენს კოლეგებსაც ძარცვავდა და ამიტომ დაარქვეს „მისტერ ოფშორი“. ახლა „ბოკუს“ ეტყობა, ესირცხვილება, რომ იქ ჩავიდა. არადა, ის იბარებს და ეუბნება, როგორც გეტყვით, ისე იქნება. თან ფული უნდათ „მისტერ ოფშორისგან“ და თან მალავენ.
ისევე, როგორც „ნაცების“ მიშას პარტია უნდათ, მაგრამ სახელი ესირცხვილებათ და გადაარქვეს. ამათი სახელი უსამშობლოა. ბიჭო, კაცმა პარტია მოგანდოთ, აქამდე მოგიყვანათ, ჰოდა, ახლა სახელის ხსენებაც აღარ გინდათ, ხომ?!
მიშა, ღირსი ხარ, რასაც ესენი გიკეთებენ! აი, ღირსი ხარ! იჯექი ახლა იქ“, – მიმართა მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილს.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ლარნაკაში დავით კეზერაშვილი ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა. შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, აღმასრულებელი მდივანი დავით კირკიტაძე და პოლიტ-საბჭოს წევრი დიმიტრი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.