ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე დღეს მოწმის სახით კონსტანტინე ჯღამაია გამოიკითხება

17
spot_img

ტერორიზმი და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება – რეზონანსული საქმის ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგამოძიებო მოქმედებები უკვე მეშვიდე დღეა აქტიურად მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დღეს, 11:00 საათზე მოწმის სახით კონსტანტინე ჯღამაია გამოიკითხება. ჯღამაიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სუსში მისი მისამართით გაჩენილ შეკითხვებს, მისსავე საქმიანობას უკავშირებს.

სავარაუდოდ, დღესვე სასამართლოში გამოიკითხება „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის საკრებულოს წევრი ლაშა რუხაია. „ქრონიკა“ რუხაიას დაუკავშირდა, თუმცა, მან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ საქმე გრიფირებულია, რის გამოც კონკრეტული დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა, სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.