
დასავლეთში მიმდინარე პროცესები საქართველოზე წნეხს შეამცირებს, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა.
„ისფედი“ არის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ორგანიზაცია იმ ჯაჭვში, რომელი ჯაჭვიც არა მხოლოდ საქართველოში მოქმედებდა. მათი დონორი ორგანიზაცია იყო USAID-ი და სხვა დონორი ორგანიზაციებიც. ისინი დაფინანსებას იღებდნენ ერთი წყაროდან და ეს იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვა ფინანსური ორგანიზაციები.
2020 წელს და ახლაც, 2024 წლის არჩევნებში, „ისფედმა“ საქართველოში პროვოცირება გაუკეთა სამოქალაქო არეულობას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და იდეოლოგიური საფუძველი მისცა, რომ თითქოს 2020 წელს არჩევნები გაყალბდა, 2024 წელს მათ ვეღარ გაბედეს ასეთი ავანტიურა, მაგრამ პარალელური დათვლის შედეგები არ გამოაქვეყნეს, რითაც უნდოდათ, რომ პარლამენტის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დაეყენებინათ. მათი ეს მცდელობები წყალში ჩაიყარა, რადგან მსოფლიოში რადიკალურად და უეცრად შეიცვალა პოლიტიკური კლიმატი. ის დამფინანსებლები, რომლებიც უკვეთავდნენ სახელმწიფო გადატრიალებებს, თვითონ აღმოჩნდნენ დასაცავები“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.
მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან მესიჯბოქსი მოდიოდა ბრიუსელში და შემდეგ ბრიუსელი ახორციელებდა საქართველოში.
„ჩვენ დაგვარეგისტრირეს როგორც კანდიდატი ქვეყანა იმისთვის, რომ უფრო უშუალოდ ჩარეულიყვნენ ჩვენს შინაურ საქმეებში. ახლა ეს სქემა შეიცვალა, მსოფლიოში სხვა პოლიტიკური კლიმატი შემოიტანა ტრამპის ადმინისტრაციამ, მაგრამ ბრიუსელის ბიუროკრატია ისევ ბაიდენის ადმინისტრაციის გაიდლაინებით მოქმედებს“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.