ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორმა ადამიანმა თითები დაკარგა.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.
მათი ცნობით, 31 დეკემბერს, ბათუმში, საერთაშორისო ჰოსპიტალში [ბაუ] ორივე ხელის მტევნის მრავლობითი დამწვრობით 40 წლის მამაკაცი შეიყვანეს. როგორც ,,ბათუმელებს“ კლინიკაში უთხრეს, პაციენტმა ერთი თითი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკარგა. ამჟამად, მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ასევე, 30 დეკემბერს, ბათუმის სამედიცინო ცენტრში [BMC] პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაზიანებული 25 წლის მამაკაცი გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში გვითხრეს, პაციენტს საავადმყოფოში გადაყვანამდე უკვე დაკარგული ჰქონდა ერთი თითი.
მას ტრავმატოლოგიური ჩარევაც დასჭირდა. კაცი დღემდე გადის მკურნალობის კურს სამედიცინო ცენტრში.