ბათუმის სტადიონმა მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

98
spot_img

ბათუმის სტადიონმა, მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

„ქალაქ მაიამიში FIABCI World Prix d’Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა. უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

ბათუმის „აჭარაბეთ არენა“ FIABCI-ის დაჯილდოებაზე მსოფლიო საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურის ნომინაციაზე წარდგენილი იყო, სადაც სტადიონმა მსოფლიო კონგრესის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ჯილდო და აღიარება მოიპოვა.

FIABCI მასშტაბურ ღონისძიებაზე მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა.

მაიამი FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და FIABCI მსოფლიო დაჯილდოების მასპინძლობდა, სადაც ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.