ბაქოში, რუსული საინფორმაციო სააგენტოს, “სპუტნიკის“ ოფისში რუსეთის “ფეესბეს” ორი თანამშრომელი დააკავეს, ისინი “სპუტნიკში” ფარულად მუშაობდნენ. ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა.
რამდენიმე საათია, რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს ოფისს სამართალდამცველები ჩხრეკენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს ტერიტორიაზე არ უშვებენ. მისივე განცხადებით, ვერ ხერხდება “სპუტნიკის” თანამშრომლებთან დაკავშირებაც.
თებერვალში აზერბაიჯანმა განკარგულება გამოსცა “სპუტინის” საქმიანობის შეზღუდვის შესახებ, თუმცა გადაწყვეტილებას სააგენტოს რედაქცია არ დაემორჩილა.