ბაიდენმა და ჰარისმა ჩაგვითრიეს უკრაინაში მიმდინარე ომში და ახლა უკან ვერ გამოვყავართ, მე მოვახერხებ მოლაპარაკებას, ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიდეთ ამ ომიდან -დონალდ ტრამპი

9
spot_img

აშშ არ უნდა იყოს ჩართული უკრაინაში მიმდინარე ომში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, აშშ უნდა გამოვიდეს ამ ომიდან, კამალა ჰარისი და ჯო ბაიდენი კი ამის გაკეთებას არ გეგმავენ.

„ბაიდენმა და ჰარისმა ჩაგვითრიეს ამ ომში უკრაინაში და ახლა უკან ვერ გამოვყავართ. მათ ეს არ შეუძლიათ. ვფიქრობ, ჩვენ ამ ომში ვიქნებით ჩარჩენილი, ვიდრე მე არ გავხდები პრეზიდენტი. მე მოვახერხებ მოლაპარაკებას. ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიდეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.