აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეერთებული შტატებისგან ვიეტნამისთვის იარაღის გადაცემის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, – ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
როგორც მედია წერს, აღნიშნული შეთანხმება მომავალი წლის განმავლობაში უნდა დაიდოს. იგეგმება პაკეტში ამერიკული F-16 ტიპის გამანადგურებლების შეყვანაც.
შეთანხმება ადრეულ ეტაპებზეა, მის ზუსტ პირობებზე მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან, თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს საკითხი მხარეთა ოფიციალური მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო.
„ჩვენ გვაქვს ძალიან პროდუქტიული და პერსპექტიული ურთიერთობა ვიეტნამთან უსაფრთხოების თვალსაზრისით და ჩვენ ვხედავთ მათ ინტერესს აშშ-ის ზოგიერთი სისტემის მიმართ, განსაკუთრებით ისეთი სისტემის, რომელიც დაეხმარება მათ, უკეთ გააკონტროლონ თავიანთი საზღვაო საზღვრები, სატრანსპორტო თვითმფრინავები და სხვა პლატფორმები“, “განუცხადა „როიტერს“ წყარომ.