TasteAtlas-ის მომხმარებლებმა მსოფლიოში საუკეთესო ტრადიციული ვეგანური კერძები გამოავლინეს. ჩამონათვალის პირველ ხუთეულში საქართველოც მოხვდა: აპრილის მონაცემებით, ბადრიჯანი მეხუთე ადგილს იკავებს.
ბადრიჯნის გარდა, საუკეთესო ტრადიციულ ვეგანურ კერძებს შორის ლობიოცაა, რომელიც სიაში 35-ე ადგილს იკავებს. ასეულში აჯაფსანდალიც კი მოხვდა.
TasteAtlas სამოგზაურო გზამკვლევია ტრადიციული კერძების შესახებ, სადაც მომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს აფასებენ და თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ.
ვებგვერდი დაახლოებით 10 000 კერძის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, თუ რომელ ქვეყნებსა და რესტორნებში შეიძლება მათი დაგემოვნება. ვებგვერდზე ასევე ცნობილი ტრადიციული კერძების რეცეპტებსაც ნახავთ, რაც თქვენთვის გამორჩეულად გემრიელი კერძების მომზადებაში დაგეხმარებათ.