აზერბაიჯანში ქარხანაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.
აფეთქება ქალაქ შირვანში მდებარე ქარხანა “არაზში“ მოხდა, რომელიც აზერბაიჯანის თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს მიეკუთვნება. წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ აფეთქების შედეგად სხვადასხვა სიმძიმის ფიზიკური დაზიანებები სამმა ადამიანმა მიიღო.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ქარხნის ერთ-ერთმა მუშამ 120 მმ საარტილერიო ჭურვს ჩაქუჩით დაარტყა.