აზერბაიჯანმა აშშ-ს ქვეყანაში USAID-ის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა

3
spot_img

აზერბაიჯანმა აშშ-ს ქვეყანაში USAID-ის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

„ქვეყანაში USAID-ის საქმიანობისთვის იურიდიული საფუძველი არ არსებობს, მისი საქმიანობის შესახებ შეტყობინება ოფიციალურად ამერიკულ მხარეს გაეგზავნა“, – განაცხადა უწყების პრესსამსახურის უფროსმა, აიხან გაჯიზადემ.

მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ USAID-ს 2024 წლის 1-ელი ივნისიდან იურიდიულად არ ჰქონდა აზერბაიჯანში საქმიანობის საფუძველი.

„დადგა მათი საქმიანობის შეწყვეტის დრო. აზერბაიჯანში USAID-ის წარმომადგენლობისა და ყოფნის გაგრძელების აუცილებლობა აღარ არის და მათი საქმიანობის სრულად შეწყვეტის მომენტი უკვე დადგა“, – განაცხადა მინისტრმა.