აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს გახსნას განცხადებით გამოეხმაურა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული. აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს გახსნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს.
„ხაზს ვუსვამთ, რომ ლაჩინის დერეფნის გავლით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხალხისა და საქონლის თავისუფალი და ღია გადაადგილება. მოვუწოდებთ მხარეებს განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და არამეგობრული ქმედებებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, 23 აპრილს აზერბაიჯანმა ყარაბაღისკენ მიმავალ გზაზე საგუშაგოს შექმნის შესახებ განაცხადა.