ვიმედოვნებთ, ღაზაში დაძაბულობა მალე მოგვარდება, – აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მილოცვის ტექსტში, რომელიც პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გაუგზავნა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ყოველთვის ავლენდა სოლიდარობას პალესტინის საკითხთან დაკავშირებით და მხარს უჭერს საკითხის გადაწყვეტას ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაყრდნობით, გაერო-ს რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად.
„ჩვენი ქვეყანა შემდგომშიც გააგრძელებს გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მხარდაჭერას“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.